მელოგრაფი

მელოგრაფი (ბერძნ. melos - მღერა, graph - ვწერ), მელოდიოგრაფის მსგავსი მექანიკური აპარატი. მაგრდება ფორტეპიანოზე და მასზე შესრულებული მუსიკა სპეციფ. ნიშნების სახით გადააქვს ქაღალდზე. გადატანილი მასალა ადვილად ექვემდებარება სანოტო სისტემაში გადაყვანას და იმპროვიზაციების ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა. მ-ის ტიპის მექანიკური აპარატის შექმნას ჯერ კიდევ XVIII ს-ში ცდილობდნენ (ფონ კრედი, დაახლ. 1745; ი. უნგერი 1752-74 და სხვ.). პირველი მ-ები მექან. იყო. მოგვიანებით კონსტრუქციაში გამოიყენეს პნევმატიკა და ელექტრობა (ჟ. კაპანტერი, 1880). 1928-იდან დაიწყეს მსგავს აპარატებზე მუშაობა. მ. გამოიყენება ეთნომუსიკოლოგიური ტრანსკრიფციებისათვის.