მელიქიშვილი სიმონ (ვაჟა) ნიკოლოზის ძე

მელიქიშვილი სიმონ (ვაჟა) ნიკოლოზის ძე (19. III. 1936, მცხეთა, - 9. IX. 2004, თბილისი), მოქანდაკე, ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1986). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკ-ტზე (1954-61). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1961-იდან, მ. შ. იყო 1998 დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში გამართული გამოფენა "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში". ძირითადი ნამუშევრები: გამარჯვების ძეგლი (ქვა, სიღნაღი; 1965), "ხსოვნის კუბი" (შინმოუსვლელთა მემორიალი, სენაკი; 1984; არქიტ-ები: ვ. დავითაია, შ. ბოსტანაშვილი, გ. გეგელია), ვ. გუნიასა (1983) და შ. დადიანის (1983) პორტრეტები, მეფე აიეტი (მოხატული თაბაშირი; 1985), ნესტორ კალანდარიშვილი (1986; არქიტ. ვ. დავითაია); ბარელიეფი "თბილისური მოტივი" (კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, 1987); ა. წერეთლის მემორიალი (ა. წერეთელთან ერთად, საჩხერე; 1988); ბარელიეფების სერია "დოვლათი" (თბილ. ცენტრ. ბაზარი; 1988); „მომლოდინე დედა" (ბრინჯაო, თბილისი, 9 აპრილის ბაღი; 2005); თამარ მეფის ძეგლი (ბრინჯაო, მესტია, 2011; არქიტ. შ. ბოსტანაშვილი).