მელიქიშვილი ნიკოლოზ ლევანის ძე (12. II. 1867, თბილისი, - 30. X. 1924, პარიზი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1888). რუსეთ-იაპონიის (1904-05), I მსოფლიო (1914-18) ომების მონაწილე. მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში (1915_17). მეთაურობდა ფინეთის მე-20 დრაგუნთა პოლკს. იყო თბილ. საცხენოსნო საზ-ბის წევრი. 1920-იდან ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ოქროს იარაღით, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, საფრანგეთის "საპატიო ლეგიონის" ორდენის კომანდორთა ჯვრით.
მ. გოგიტიძე