მელიქიშვილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე (19. IX. 1919, ცხინვალი, - 16. VII. 2007, თბილისი), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (1978). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1942). 1944-63 მუშაობდა არქიტექტორად "საქსახპროექტში", 1964-იდან - პროექტის მთ. არქიტექტორად "საქქალაქმშენსახპროექტში". საკონკურსო პროექტები: კულტურის სახლი მაყურებელთა 400-ადგილიანი დარბაზით (1949; III პრემია) და სხვ. ნამუშევრები: რუსთავში მტკვრის მარცხ. ნაპირის გენგეგმა (1945-46; 1969-70; ავტორთა ჯგუფთან ერთად), სტადიონი (1947-55); 120-ბინიანი საცხოვრ. სახლი (1960); მეტალურგიული ქ-ნის გამაჯანსაღებელი კომპლექსი (1972) და სანატორიუმი 106 ადგილზე (1973, ორივე იაღლუჯის მთაზე; ავტორთა ჯგუფთან ერთად); სასტუმრო 300 ადგილზე (1989, ავტორთა ჯგუფთან ერთად, საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია); სიღნაღში - სასტუმრო "ცისკარი" (1967); ხობში - ადმ. სახლი (1970) და სხვ.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999).