მელიქიშვილი ბასილ ივანეს ძე

მელიქიშვილი ბასილ ივანეს ძე (2. XI. 1904, სოფ. ზირბითი, ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, – 24. IV. 1930, იქვე, სოფ. წვერი, 1960 გადაასვენეს ამავე მუნიციპალიტეტის სოფ. პანტიანში), მწერალი. სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, შემდეგ - სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1924 დაამთავრა თბილ. ტექნიკუმი. 1928 ალმანახ "არიფიონში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრ. „მკერდშებოლილი მერცხალი“, რ-შიც ნაჩვენებია ქართვ. ხალხის ბრძოლა ეროვნული თვითმყოფადობისათვის. იმავე წელს დაიბეჭდა „თურმანი“ და „ჯილადი“ (ჟურნ. „ქართული მწერლობა“). ქართ. ლეგენდა უდევს საფუძვლად მოთხრ. „მოკვეთილ თითს“ (1929). მწერალს დარჩა გამოუქვეყნებელი მოთხრობები („თიდემალა“, „სული გელაყარისა“ და სხვ.).
 
თხზ.: მკერდშებოლილი მერცხალი, თბ., 1987; ლეგენდა მოთხრობებში, თბ., 2022.
 
ლიტ.: შატბერაშვილი გ., თხზულებანი ოთხ ტომად, ტ. 4, თბ., 1975; ძიძიშვილი ქ., ბასილ მელიქიშვილის მოსაგონარი, თბ., 2016.
 
ა. მირიანაშვილი