მელიქაური
მელიქაური (Daphne pontica), მარადმწვანე ბუჩქი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1 მ აღწევს, გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენში, ძირითადად _ დას. საქართველოს კოლხურ ტყეებში; გვხვდება აღმ. საქართველოშიც. იზრდება ტყის ან სუბალპ. სარტყლის ფოთლოვანი ტყეების ქვეტყეში, აგრეთვე ალპ. სარტყლის მდელოებზე.
ლ. ხინთიბიძე