მელაძე მევლუდ ვაჟას ძე (დ. 5. IX. 1972, თბილისი), სპორტსმენი - მოჭიდავე (სამბო), ავტომრბოლელი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1993). სამბოში იყო ევროპის ჩემპიონი (1991), ორგზის მესამე პრიზიორი (1992, 1993) და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1992).
2002 მოიპოვა პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია და გაიმარჯვა "ტურინგ ლაითის" კლასში; ევროპის ეტაპის რალის გამარჯვებული (2005); იალტის რბოლაში ჯგუფში ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი (ყირიმი, უკრაინა - 2006, Nemiroff Yalta Rally და 2007, Prime Yalta Rally).
მონაწილეობდა რბოლაში "რალი ამერიკა" (აშშ) (2014; დაიკავა მერვე ადგილი 2-Wheel Drive კლასში), წრიულ რბოლაში "ტურინგ ლაითის" კლასში გამარჯვებული (2002, 2008-10) და თასის მფლობელი (Black Sea Cup, 2011 ). საქართველოს ჩემპიონი ფორმულა ალფას კლასში (2014).