მელაძე  ვლადიმერ ალექსანდრეს  ძე

მელაძე  ვლადიმერ ალექსანდრეს  ძე [10 (23). II. 1905, სოფ. მათხოჯი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, − 15. I. 1990, თბილისი], მეტალურგი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961),  საქართვ.  დამს. გამომგონებელი  (1971).  1931 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი. 1930-59 მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში. 1959_65 იყო თბილ. სპილენძის საგლინი ქ-ნის დირექტორი; იყო უფრ. ინჟინერი საქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინ-ტსა (ახლანდ. ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი; 1965_67) და თბილ. საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატში“ (1968-75). მანგანუმიანი შენადნობების ახ. ტექნოლ. დამუშავების, გამოდნობისა და დანერგვისათვის მიენიჭა III ხარისხის სტალინური პრემია (1951). მ-ისა და მისი თანაავტორების გამოგონება „მანგანუმიანი შენადნობების ჩამოსხმის ახალი წესი“ დაინერგა სსრკ ფეროშენადნობთა წარმოებებში.  მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.