მევენახეობა და მეღვინეობა
"მევენახეობა და მეღვინეობა", ყოველთვიური ჟურნალი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; გამოდიოდა 1919-20 წლებში (რედ. კ. ბერეკაშვილი). ჟურნალი ემსახურებოდა საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას. პუბლიკაციები ეხებოდა დარგის როლს საქართვ. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. იბეჭდებოდა რეკომენდაციები ვენახის მოვლის შესახებ. აღსანიშნავია შემდეგი სტატიები: "ერობები და მევენახეობა", "ვაზის სნეულება - ჭრაქი", "წყარო კეთილდღეობისა (წერილი საფრანგეთიდან)", "მეღვინეობის სადგური განყოფილებებით" და სხვ.
ლიტ.: ბაქრაძე გ., ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია 1819-1945, თბ., 1947; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018;