მემორანდუმი (Memorandum – საყურადღებო, რაც უნდა გვახსოვდეს), 1. დიპლომატიური დოკუმენტი ან მიმოწერის ფორმა, რ-იც ასახავს ამა თუ იმ საკითხზე სახელმწიფოს, პოლიტ. მხარის პოზიციას. მ. დაერთვის ნოტას ან დამოუკიდებელი სახით გადაეცემა მეორე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს; 2. რაიმე პოლიტ. მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ორგანოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საელჩოს ან წარმომადგენლობისადმი წარდგენილი წერილობითი განცხადება, როგორც წესი, რუტინული სახის; 3. წერილი რაიმეს შეხსენების (მაგ., დავალიანების არსებობის თაობაზე) შესახებ; 4. სამსახურებრივი ცნობა, მოხსენებითი ბარათი.
არსებობს ურთიერთგაგების მ., რ-იც გულისხმობს შეთანხმებას ორ ან რამდენიმე მხარეს შორის და ასახავს მხარეთა მისწრაფებებს და ნებას, განსაზღვრავს მხარეთა სავარაუდო საერთო მიმართულებას. გამოიყენება იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები ერთმანეთს არ აკისრებენ სამართლებრივ ვალდებულებებს ან როდესაც ვერ ახერხებენ სამართლებრივი გზით აღსრულებადი დოკუმენტის შედგენას.
ი. უჯმაჯურიძე