მენაბდე ედუარდ აკაკის ძე

მენაბდე ედუარდ აკაკის ძე (19. V. 1928, თბილისი, – 28. IV. 1981, იქვე), ისტორიკოსი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის სპეციალისტი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1969). 1945–46 სწავლობდა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტზე, 1946–51 – თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე საერთაშ. ურთიერთობათა  განხრით. 1956–81 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტში ძვ. ისტორიის განყ-ბის მეცნიერ თანამშრომლად. 1974 გ. მელიქიშვილის თაოსნობით ისტორიის ინ-ტში დაფუძნდა საზღვარგარეთის იდეოლოგიურ და სოც.-პოლიტ. პრობლემათა შემსწავლელი განყ-ბა, რ-საც სათავეში მ. ჩაუდგა; ამავე დროს იგი იყო საერთაშ. ურთიერთობების ცნობილი მიმომხილველი. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა.

თხზ.: ევროპა გზის დასაწყისში, თბ., 1976; ჰელსინკი: შედეგები და პერსპექტივები, თბ., 1976; Хеттское общество: Экономика, собственность, семья и наследованиеТб., 1965;

ლიტ.: ხაზარაძე ნ., ედუარდ მენაბდე 90, „მაცნე“, 2018, წ #1.

                                                        ნ. ხაზარაძე