მენაბდე ვლადიმერ ლევანის ძე (28. I. 1896, სოფ. ბუნებისკარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 16. II. 1981, თბილისი), ბიოლოგი, გენეტიკოს-სელექციონერი, საქართვ. კულტურული ფლორის მკვლევარი. აკადემიკოსი (1960, წ.-კორ. – 1950), ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1950). 1923-იდან მუშაობდა თბილ. ბოტან. ბაღის სელექციის განყ-ბაში; 1930-იდან – საქართვ. ცენტრ. სელექციის სადგურში. 1938–60 იყო ბოტან. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. 1938 იქვე დააარსა და ხელმძღვანელობდა კულტურული ფლორის განყ-ბას. გამოავლინა მარცვლოვანი კულტურების უნიკალური ფორმები. მის მიერ გამოყვანილი ხორბლის 4 და ქერის 1 ჯიში დაინერგა წარმოებაში. ასევე დაადასტურა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა; შეიმუშავა ხორბლის გენეზისის სქემა, სადაც სრულად ასახა ქართ. ხორბლის როლი და ადგილი ამ მცენარის გაკულტურების პროცესში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საქართველოს ქერები, „თბილისის ბოტანიკური ინ-ტის შრომები“, 1938, ტ. 6; Новое в Филогении рода Triticum L., „საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“, 1971, ტ. 62, # 2; Пшеницы Грузии, Тб., 1948;