მენაბდე თამაზ იასონის ძე

მენაბდე თამაზ იასონის ძე (20. I. 1934, თბილისი, – 24. IX. 2007, იქვე), გენერალ-მაიორი (1995). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი (1958). მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში. 1977–79 იყო საქართვ. საბაგირო გზების სახელმწ. კომიტეტის თავ-რის მოადგილე, 1982–91 – საქართვ. მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში, 1992–93 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთ. სამმართველოს უფროსი, 1995–98 –თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

                                                                მ. გოგიტიძე