მენახირის ბალი

მენახირის ბალი (Prunus incana), ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1–2 აღწევს. ძლიერ დატოტვილი ბუჩქია. ყლორტები ნაცრისფრად აქვს შებუსული. ფოთლები მოგრძო ლანცეტაა და ქვემოდან თეთრ-ქეჩისებრია. ვარდისფერი მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე ყვავილები ტოტებზე ჯგუფ-ჯგუფად (4–8 ერთად) სხედან. ნაყოფს მომჟავო-მოტკბო გემო აქვს. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიასა და კავკასიაში. საქართველოში მხოლოდ მის აღმ. ნაწილში იზრდება. მ. ბ-ის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია ქვაღორღიანი და კლდოვანი ადგილები. ყვავილობს მაისში, ნაყოფი მწიფდება ივნისსა და ივლისში. მრავლდება თესლით, მწვანე კალმითა და ამონაყარით. გამოსადეგია მშრალი ფერდობების შესამაგრებლად, ალუბლის საძირედ.