მენდელეევო

მენდელეევო, სოფელი აფხაზეთის არ-ის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბაღნარის ადმ. ერთეული). მდებარეობს  აფხაზეთის მთისწინეთში, მდ. სანდრიფშის (ხაშუფსის შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 420 მ, გაგრიდან 37 კმ. სოფელში მოიპოვება მარმარილოსებრი კირქვა.

მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.