მენესო, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (დაბა ჟინვალის ადმ. ერთეული). მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ხორხულის (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) მარჯვენა მხარეს, ზ. დ. 1020 მ, დუშეთიდან 22 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014).მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.