მენთეშაშვილი ირაკლი ტიმოთეს ძე [17(30). VI. 1905, თბილისი, – 31. VIII. 1968, იქვე], ფსიქიატრი, მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1943), მეცნ. დამს. მოღვაწე (1957). 1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1937–39 იყო საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, 1943–53 – თსსი-ის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, 1953–68 – კათედრის გამგე, პარალელურად (1953–59) – ამავე ინ-ტის რექტორი.
მ. იკვლევდა ფსიქ. დაავადებათა კლინიკასა და პათოგენოზს, სამედ. ფსიქოლ. და ნევროზების პობლემებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი.