მენქალისი, მენკალისი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ირაგას ადმ. ერთეული). მდებარეობს ბედენის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 1350 მ. თეთრი წყაროდან 15 კმ, 26 მცხ. (2014). მიენიჭა მაღალმთიანი დასახელების სტატუსი.