მეორე ობჩა, სოფელი იმერეთის რეგიონის ბაღდათის მუნიციპალიტეტში (მეორე ობჩის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ-ების – ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფ ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ლუხუტის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) ნაპირებზე. ზ. დ. 250 მ. სათავო სოფელი. ბაღდადიდან 9 კმ. 821 მცხ. (2014).
სოფელში მოქმედებს წმ. გიორგისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიები.