მერაბიშვილი ივანე სერგოს ძე (დ. 15. IV. 1968, სოფ. უდე, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი), საქართველოს პრემიერ-მინისტრი (ივლ.-ოქტ. 2012). დაამთავრა ახლანდ. სტუ-ის სამთო ფაკ-ტი (1992). 1992–95 მუშაობდა იქვე, იმავდროულად ახლანდ. აგრარულ უნ-ტში (ლაბორანტი, უფრ. ლაბორანტი, ასისტენტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი). 1995 იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, 1996 – თავისუფლების ინ-ტის თანადამფუძნებელი, 1999–2004 – საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი), 2000–04 პარლამენტის ეკონ. პოლიტიკის კომიტეტის თავ-რე, 2002–04 საქართვ. პოლიტ. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენ. მდივანი, 2004 – საქართვ. პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნ. უშიშროების საკითხებში (ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივანი), 2004 – საქართვ. სახელმწ. უშიშროებისა და 2004–12 – საქართვ. შს მინისტრი. 2013 მ. დააპატიმრეს რამდენიმე ბრალდებით. გათავისუფლდა 2020.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის სახ. გამარჯვების ორდენით (2012).