„მერანი“

„მერანი“, საჭადრაკო გაზეთ „ლელოს“ დამატება 1984–94-ში. 1984–90 იყო 8-გვერდიანი, წელიწადში გამოდიოდა 26 ნომერი (ტირაჟი – 15000 ეგზ.). 1984–87 მთ. რედაქტორი იყო მ. ჩიბურდანიძე (1987–91 – რედაქტორი), რედაქტორი კი – თ. გიორგაძე. 1991-იდან „მ.“ გახდა დამოუკიდებელი საჭადრაკო გაზეთი (რედ. – გ. გობეჩია; 1990–93). გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა საქართველოს საჭადრაკო ცხოვრებას, აქვეყნებდა სტატიებს ჭადრაკის თეორიის, ისტორიის, მსაჯობისა და სხვა საკითხებზე.

დ. გურგენიძე