მერგელი

მერგელი (გერმ. Mergel), თიხა-კარბონატული შედგენილობის დანალექი ქანი. შეიცავს 30–90% კარბონატს (ჩვეულებრივ კალციტს, იშვიათად – დოლომიტს), 70–10% – უხსნარ ნაშთს (თიხის მინერალები და სხვ.). ქანთწარმომქმნელი კარბონატული მინერალების მიხედვით განარჩევენ კალციტიან და დოლომიტიან მ-ებს. უხსნარ ნალექში თუ SiOჭარბობს, ქანი კაჟმიწიანთა ჯგუფს მიეკუთვნება და ძირითადად იყენებენ ცემენტის წარმოებაში. მ., რ-იც 75–80% CaCO3 შეიცავს, პორტლანდცემენტის ნედლეულია.