დედაბერა

დედაბერა, უღელტეხილი ლიხის ქედზე, საჩხერის, ხაშურისა და ხარაგაულის რ-ნებში. ზ. დ. 1100 მ-ზე. აგებულია ბაიოსური ტუფოგენური წყებებით. შემოსილია ნატყეური მდელოებით. აკავშირებს მდინარეების  ძირულისა და ჭერათხევის აუზებს.