„ერი“

„ერი“, ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1909 წლის 13 სექტემბრიდან 1910 წლის 22 ნოემბრამდე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: კ. აბაშიძე, ა. ყიფშიძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ფ. გოგიჩაიშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ს. შანშიაშვილი, მ. წერეთელი, ზ. ედილაშვილი და სხვ. 1909 წლის სექტემბრის ბოლოს (II ნომრის გამოსვლის შემდეგ) „ერი“ დროებით დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, განახლდა 1910 წლის თებერვლიდან. შუალედში „ერის“ ნაცვლად გამოდიოდა „ჩვენი ერი“ (1909 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე), „ქართველი ერი“ (1909 წლის 11 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე), „საქართველოს მოამბე“ (1909 წლის 1 ნოემბრიდან 1910 წლის 24 იანვრამდე), „მოამბე“ (1910 წლის 31 იანვრიდან თებერვლამდე). რედაქტორ-გამომცემლები — პ. სურგულაძე (1909 № 1-25), ს. მგალობლიშვილი (1910 № 1-26).