მერკვილაძე გარი ალექსანდრეს ძე (16. II. 1923, ბათუმი, – 2. IV. 1971, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (27. VI. 1945), ავიაციის გენერალ-მაიორი (1966). 1942 დაამთავრა არმავირის სამხ.-საავიაციო სასწავლებელი, 1952 – წითელდროშოვანი სამხ.-საჰაერო აკადემია, 1961 – გენ. შტაბის აკადემია. იბრძოდა ვორონეჟის სტეპის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მოახდინა 412 საბრძოლო გაფრენა. მონაწილეობდა 107 საჰაერო ბრძოლაში, რ-ის დროსაც ჩამოაგდო მტრის 15 თვითმფრინავი; 97-ჯერ მიიტანა იერიში მტრის პოზიციაზე. 1945 საბჭ. მფრინავთაგან პირველმა ჩამოაგდო გერმანელთა რეაქტიული თვითმფრინავი. 1970-იდან თადარიგში გავიდა.
დაჯილდოებულია ლენინისა და სხვა ორდენებითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი