მერკვილაძე დავით სერგოს ძე (26. V. 1919, სოფ. ქვედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 17. VII. 1966, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (28. IV. 1945). იბრძოდა სამხრ.-დას., სამხრ. უკრაინის IV, I და II ფრონტებზე.
1944 მარტ-აპრ. მონაწილეობდა პროსკუროვსკო-ჩერნოვიცკის შეტევით ოპერაციაში. იყო 581-ე მსროლელთა პოლკის დაზვერვის განყ-ბის მეთაური. მ-მ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1944 დეკ. ბუდაპეშტის მისადგომებთან შეტევით ოპერაციაში – მ-მ დამხმარე ძალების მოსვლამდე 8 ჯარისკაცთან ერთად 5 საათის განმავლობაში შეინარჩუნა მნიშვნელოვანი სიმაღლე და მტრის 2 ასეულის რამდენიმე იერიში მოიგერია (მიენიჭა სსრკ გმირის წოდება). ომის შემდეგ ცხოვრობდა თბილისში.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი