მერკვილაძე თინათინ ერასტის ასული (14. V. 1929, ქუთაისი – 25.VIII. 1924, თბილისი), მომღერალი (სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1954 დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. კონსერვატორია. 1955 შედგა მისი დებიუტი ვ. აბაშიძის სახ. თბილ. მუს. კომედიის თეატრის სცენაზე (რეგინა, ოფენბახის „პერიკოლა“). იმავე წელს ჩაირიცხა თეატრის დასში, სადაც 2018-მდე მუშაობდა. წლების განმავლობაში იყო თეატრის წამყვანი სოლისტი. შესრულებული აქვს სოპრანოს მთავარი პარტიები: ჭრიჭინა (რ. გაბიჩვაძის „ჭრიჭინა“), მარიცა, სილვა (ი. კალმანის „მარიცა“, „სილვა“), ელიზა დულიტლი (ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“), დინარა (დ. არაყიშვილის „დინარა“), ჭორიკანა (ო. თაქთაქიშვილის „მუსუსი“), ლია (ა. კერესელიძის „ალუბლები ყვავიან“), გოლდა (ჯერი ბოკის მიუზიკლი „მევიოლინე სახურავზე“) და სხვ. 1984–2008 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნ-ტის მუს. კათედრაზე. მ-ის შემოქმედებითი საღამოები გაიმართა თბილისში (1979), მოსკოვში (1983), სანქტ-პეტერბურგში (1986) და სხვ.
ნ. ბერიძე