მერკულოვი ვსევოლოდ ნიკოლოზის ძე (8. IX. 1895, ზაქათალა, ახლანდ. აზერბ. რესპ., – 23. XII. 1953), საბჭოთა არმიის გენერალი (1945), სახელმწ. უშიშროების თანამშრომელი (1931), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. საშ. განათლება მიიღო თბილისში. იყო აჭარის სახელმწ. უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქ. კპ ცკ განყ-ბის გამგე (1921–38), სსრკ შს სახკომისრის პირველი მოადგილე (1938–41), სსრკ სახელმწ. უშიშროების სახკომი (1941, 1943–46), სახელმწ. კონტროლის მინისტრი (1950–53). ეწეოდა ლიტ. საქმიანობას. 1953 სტალინის სიკვდილის შემდეგ, დააპატიმრეს „ბერიას საქმესთან“ დაკავშირებით, მიესაჯა დახვრეტა. სასჯელი ითვალისწინებდა ასევე პირადი ქონების კონფისკაციას და სამხედრო წოდებათა ჩამორთმევას.
ლ. დოლიძე