მესტვირიშვილი მირიან ალექსის ძე (15.VI.1934, სოფ. კურდღელაური, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 28.X.2016, მოსკოვი), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1988), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1983). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1958), მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში (1961–64) (ამჟამად სტუ-ის ვ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინ-ტი); ქ. დუბნის (რფ) ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებულ ინ-ტში (1964-70), ქ. სერპუხოვის (რფ) მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში მრავლობითი პროცესების თეორ. ლაბორ. გამგედ (1970-86). იყო მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ნ. ნ. ბოგოლიუბოვის სახ. მიკროსამყაროს თეორიული პრობლემების ინ-ტის უფროსი, შემდეგ მთ. მეცნიერი თანამშრომელი (1986–2016), ამავე უნ-ტის კვანტური სტატისტიკისა და ველის თეორიის კათედრის მთ. მეცნიერი თანამშრომელი. მ-ის ნაშრომები ეხება ელემენტარული ნაწილაკებისა და გრავიტაციის თეორიებს. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი; ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს ლენინური პრემია ნაშრომების ციკლისათვის ,,ინკლუზიური პროცესები მაღალი ენერგიის ელემენტარული ნაწილაკების ძლიერი ურთიერთქმედებებისას და ამ პროცესებში მასშტაბური ინვარიანტობის აღმოჩენა“ (1986, სხვებთან ერთად); აგრეთვე მ. ლომონოსოვის პირველი ხარისხის პრემია სივრცე-დროსა და გრავიტაციაზე ახალი წრმოდგენების შემუშავებისათვის (2001, აკად. ა. ლოგუნოვთან ერთად).
თხზ.: Основы релятивистской теории гравитации, М. 1985 (თანაავტ. A.Легунов); The Relativistic Theory of Gravitation, M, 1989 (თანაავტ. А. Lоgunov).