მესტიაშვილი მირიან გიორგის ძე (25. V. 1920, თბილისი, – 27. XI. 2014, იქვე), ფსიქიატრი, მედ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1984), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). 1941 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1941–42 წლებში, II მსოფლიო ომის დროს, მოქმედ არმიაში იყო მსროლელი ლეგიონის ექიმი. 1943–51 მუშაობდა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პედიატრ. და სანჰიგ. ფაკ-ტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორად, ასისტენტად, 1951–63 – თბილ. ქალაქის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთ. ექიმად, 1963–90 – მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბავშვთა და მოზარდთა განყ-ბის გამგედ.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება ბავშვთა და მოზარდთა შიზოფრენიისა და სოც.-ფსიქიატრულ პრობლემებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).