მესხი თამაზ ბენიამინის ძე

მესხი თამაზ ბენიამინის ძე (25. VIII. 1933, მესტია,  – 1999, თბილისი), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1976), საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1957 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სარეჟ. ფაკ-ტი. მუშაობდა ქუთაისის (1957-–68 – რეჟისორი, 1969–70 – მთ. რეჟისორი, 1971–79, 1991 – დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვ.), მოსკოვის ვ. მაიაკოვსკის სახ. (1970 – რეჟისორ-სტაჟიორი), რუსთავის (1973 – რეჟისორი, 1986–89 – დირექტორი და მთ. რეჟისორი) და თბილ. ბავშვთა ცენტრ. (1989 –  მთ. რეჟისორი) თეატრებში. დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის თეატრში – ბ. ნუშიჩის „ფილოსოფიის დოქტორი“, ფ. დიუმანუას და ა. დენერის „დონ სეზან დე ბაზანი“, ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“, გ. ნახუცრიშვილის „შაითან ხიხო“, სოფოკლეს „ანტიგონე“, ვ. დარასელის „კიკვიძე“, მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“, ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ და სხვ; რუსთავის თეატრში – რ. როლანის „მგლები“, ლ. სანიკიძის „შემომეყარა ყივჩაღი“, გ. ბათიაშვილის „ვალი“, ე. დე ფილიპოს „ცილინდრი“, დ. კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძე“ (კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია, 1983) და სხვ; მარჯანიშვილის თეატრში: ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“; ახმეტელის თეატრში – ე. დე ფილიპოს „აჩრდილები“. მ. წლების განმავლობაში  ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, იყო თეატრ. ინ-ტის პროფესორი, საქართვ. რადიო - და ტელეგადაცემათა რეჟისორი. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა თანამედროვე პრობლემატიკის მიმართ ინტერესით.