მესხია იაკობ (იაშა) ეგნატეს ძე (29. XII. 1946, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 2016, თბილისი), ინჟინერ-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1989), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექ. დარგში (2004, ავტორთა ჯგუფთან ერთად). 1967 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1967–85 მუშაობდა საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე (1991–92 – დირექტორი). 1985–90 იყო სსრკ სტატსახკომის აღრიცხვისა და სტატისტ. დარგთაშორისი ინ-ტის საქართვ. ფილიალის დირექტორი, 1992–2004 კი – მისივე ინიციატივით დაარსებული საქართვ. ფინანსებისა და სტატისტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (1996-იდან გარდაიქმნა საქართვ. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ფინანსების სამეცნ.-კვლ. ინ-ტად) დირექტორი, საქართვ. კონტროლის პალატის თავ-რის პირველი მოადგილე, თავ-რის მოვალეობის შემსრულებელი (2004–07), თსუ-ის პროფესორი, ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ხელმძღვ. (2013–16), საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად. ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი (2015–16).
მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, რ-თა თემატიკა ეძღვნება ეკონ. პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის, მაკროეკონომიკის, რეგიონული ეკონომიკის, ფინანსების საკითხევს და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები ეკონ. და სოც. პროგნოზირების საკითხებზე.
მ. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოში გამომავალი ეკონ. პროფილის თითქმის ყველა სამეცნ. და რამდენიმე უცხ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ჟურნალების – „გადასახადები“, „ფინანსური კონტროლი“ – რედაქტორი, „ბიზნესი და კანონმდებლო-ბის“ სამეცნ. საბჭოს ხელმძღვანელი; საქართვ. პრეზიდენტის, აღმასრ. ხელისუფლებისა და პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოებისა და კოლეგიების წევრი, კონსულტანტი, ექსპერტი; საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული სახელმწ. პრემიების მიმნიჭებელი კომისიისა და ქართ. ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვ.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001, 2013).
თხზ.: მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები თბ., 2003 (თანაავტ.), სახელმწიფო ფინანსური კონტროლი: განვითარების კონცეფცია, თბ., 2006; Вопросы методологии регионального экономического прогнозирования, М., 1983; Теория и практика микроэкономического прогнозирования, Тб., 1989.
ლიტ.: იაშა (იაკობ) მესხია, თბ., 2016.