მესხია შოთა ამბაკოს ძე

მესხია შოთა ამბაკოს ძე (27. IV. 1916, სოფ. ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, — 15. V. 1972, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1967), საქართვ. მეცნიერების დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1937). 1941–42 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1942-იდან იყო ენიმკის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1943-იდან მოღვაწეობდა თსუ-ის საქართვ. ისტ. კათედრაზე (1956-იდან გარდაცვალებამდე კათედრის გამგე), ისტ. ფაკ-ტის დეკანი (1961-იდან).

მ. იკვლევდა შუა საუკ. საქართვ. სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტ. საკითხებს, ქალაქების ისტორიასა და საქალაქო წყობას, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის პრობლემებს, რუსეთ-საქართვ. ურთიერთობების ისტორიას. მ-ს ნაშრომს „ძლევაQ საკვირველი“ მიენიჭა ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1974). იყო საქართვ. ისტ. ნარკვევების II ტომის რედაქტორი, II და III ტომებში – არაერთი მნიშვნელოვანი თავის ავტორი  (სახელმწ. პრემია, 1982, სიკვდილის შემდეგ). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ-ს პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თბილისის ისტორია, თბ., 1958 (თანაავტ.);  საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962; საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; საისტორიო ძიებანი სამ ტომად, ტ. 1, თბ., 1982; Города и городской строй феодальной Грузии (XVII–XVIII вв.), Тб., 1959; Из истории русско-грузинских взаимоотношений X–XVIII вв., Тб., 1958 (თანაავტ.: Я. З. Цинцадзе).

.: მეტრეველი რ., შოთა მესხია, თბ., 1976.

. მერე