მესხიშვილი ივლიტა იაკინთეს ასული (1923, – 11. XI. 2004), საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1971). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1945). მუშაობდა გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში (1945–53), იყო საქართვ. რადიოს ლიტ.-დრამ. გადაცემების პ/მგ რედაქტორი, მხატვრულ გადაცემათა მთ. რედაქტორი (1953–59). სატელევიზიო სტუდიის დირექტორი, „საქტელერადიოკომიტეტის“ თავ-რის მოადგილე (1959–63; 1973–91), საქართვ. სამეცნ.-პოპულ. და დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორი (1963–67), ტელეფილმების სტუდიის (ჩამოყალიბდა მისივე ხელმძღვანელობით) დირექტორი (1967–73), საორგანიზაციო და მეთოდური მუშაობის გაერთიანების მთ. რედაქტორი. ტელეფილმ „საქართველოს მატიანის“ სცენარისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1985). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).