„მესხური დავითნის ქრონიკა“, მესხური მატიანე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. შეიცავს ცნობებს სამცხე-საათაბაგოსა და მეზობელი ქვეყნების პოლიტ. ისტორიის შესახებ 1561-იდან 1587-მდე. თავ-ბოლო ნაკლულია. აღმოაჩინა დ. ბაქრაძემ პ. იოსელიანის არქივში. დაწერილია სხვადასხვა ავტორის მიერ. მოთავსებული იყო „დავითნში“ (ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი). აქედან მიიღო სახელწოდება. „მ. დ. ქ.“ შედგენილია ქაიხოსრო II ათაბაგის (1533–73) მეუღლის – დედისიმედის უშუალო მონაწილეობით.
პუბლ.: სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961.
ვ. გუჩუა