გოგოლაძე ვახტანგ გიორგის ძე (31. III. 1909, ქ. რკვია, ახლანდ. აზერბ. რესპ., – 17. VI. 1961, დაბა წაღვერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1947). დაამთავრა თსუ (1929). იყო მოსკ. ჩარხსაშენი ინ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე (1947). იკვლევდა ჰიპერბოლური ტიპის კერძოწარმოებულიან განტოლებათა თეორიის, თეორ. სეისმოლოგიისა და სხვ. საკითხებს.