გოთუა თამარ პართენის ასული

გოთუა თამარ პართენის ასული (25. XII. 1919, თბილისი, – 15. I. 2007, იქვე), პირველი ფთიზიოქირურგი ქალი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1985), საქართვ. დამს. ექიმი (1975). 1940 დაამთავრა თბილ. სტომატოლოგიური ინ-ტი, 1948 კი – თბილ. სამედ. ინ-ტი. II მსოფლიო ომის მონაწილე; 1943–45 იყო მე-18 სადესანტო არმიისა და №714 ქირურგ. საველე ჰოსპიტლის ქირურგი. 1949–65 მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის გულმკერდის ქირურგ. განყ-ბაში, 1965–78 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის გულმკერდის ქირურგ. საპრობლემო ლაბორატორიაში. 1978–2000 იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ფილტვის ქირურგ. განყ-ბის ხელმძღვანელი, 2000-იდან – ამავე განყ-ბის კონსულტანტი. . ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, რ-ებიც ეხება გულმკერდის ქირურგ., ექსპერ. ფიზიოლ., ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს, და ორი ლიტერატურული ნაწარმოებისა („სიკვდილთან ჭიდილი“ და „თავგადასავალი ლევან გოთუასი“ – ორივე 1990). წლების მანძილზე იყო ვეტერან სპორტსმენ ქალთა საბჭოსა და ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები (მ.შ. საბრძოლო) და ღირსების ორდენი (2001).

თხზ.: Биотоки головного мозга и сердца при резекциях легких у больных туберкулезом, «Труды VII всесоюзного съезда фтизиатров», М., 1966.