გორგილაძე თევრათ იუსუფის ძე (6. VII. 1926, სოფ. გორგაძეები, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 1. III. 1996, ოდესა), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1977), უკრ. მეცნ. დამს. მოღვაწე. 1954 დაამთავრა ოდესის სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი; გაიარა კლინ. ორდინატურა აკად. ვ. ფილატოვის რეკომენდაციით. გ. მუშაობდა თვალის რქოვანას გადანერგვის პრობლემებზე. გაგზავნილი იყო აფრიკის ქვეყნებში ოფთალმოლოგად. დაჯილდოვდა ტუნისის უმაღლესი ორდენით. გ-ის სამეცნ. შრომებს შორის საინტერესოა თვალის მეორადი გლაუკომისა და რქოვანას გადანერგვის საკითხები.