„მეტეხი“

„მეტეხი“, მეტეხის ციხის პოლიტიკურ პატიმართა ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი, ქართვ. მწერალთა ფარული ორგანიზაციის ხელნაწერი ორგანო. გამოიცემოდა ხელნაწერი ჟურნ. სახით 1923–24. რედ. ნ. გერგესელი (ნ. კვერნაძე). თანამშრომლობდნენ: ნ. გერგესელი, ი. მანწკავა,  დ. მეჩონგურე (დ. ქარცივაძე), ა. ჭელიძე, სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), გ. გარსიაშვილი  და სხვ. მხატვარი იყო კ. მამალაძე. სულ გამოვიდა ჟურნალის 5 ნომერი. სამწუხაროდ, ნომრები დღემდე დაკარგულად ითვლება.

ლი.: ნ წ კ   ი., ნიკო გრგლი, „კვკსიონი“, წგ. 4, პრიზი, 1930.

                                                              ლ. ურუშ