მეფისკალო

მეფისკალო, ნ ე ფ ი ს კ ა ლ ო, მწვერვალი ცენტრ. კავკასიონზე, ყელის  ვულკანური ზეგნის ჩრდ. ნაწილში, მდ-ების – დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის  სათავეებში (ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები). ეს მხარე გამოირჩევა ვულკანური კონუსების სიმრავლით. ერთ-ერთი ასეთი მთაა დიდი მ., იგივე შერხოტა (3694 ), რ-იც აღმართულია ყელის ვულკანურ ზეგანზე, ყელიცადის ტბასთან. მისი კალთები დაფარულია ვულკანური წარმოშობის წითელი ნაშალი ქვით, ამიტომ მთიელები მას წითელ

მთას უწოდებენ. დიდი მ-დან კარგად ჩანს მწვერვალები: ყაზბეგი, ჯიმარა,  ხორისარი და ყელიცადის ტბა.  პატარა მ. (3519 ) ყელის ვულკანური  ზეგნის ჩრდ. ნაწილშია. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. მ-ს ვულკანებზე კარგადაა შემონახული ზედა პლეისტოცენური გამყინვარების კვალი – ცირკები, კარები, მორენები. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.

ლიტ.: გობეჯიშვილი რ., საქართველოს  რელიეფი, თბ., 201; მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 2, თბ., 1970.