მეფისწყარო

მეფისწყარო, მწვერვალი ვანის, ჩოხატაურისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი (2850 ). მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდ. განშტოების – დიდი ლობოროტის შესაყართან, მდ-ების – სუფსისა და წაბლარისწყლის (ხანისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებთან. მ. პირამიდის ფორმისაა და აგებულია შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტუფბრექჩიებითა და ტუფკონგლ-ომერატებით. რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდი ზეგავლენა იქონია ძველმა მყინვარებმა. მყინვარული ფორმები: კარები, მორენები, მცირე ზომის ტროგები გვხვდება  მთის მწვერვალზე, რ-ის  ჩრდ. ფერდობი  სამხრეთთან შედარებით გაცილებით კლდოვანია და ციცაბო. მ-ს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპ. ლიხით, შუა და ზემო კალთები – ალპ. მდელოებით (დეკიანები). მთის ჩრდ.-აღმ-ით მდებარეობს კურ.  საირმე, სამხრ-ით – დიდი და პატარა ჯაჯის ტბები.