მეფყაში, მექფაში, მწვერვალი სვანეთის ქედზე, მდ-ების– არშირის, ლასილის (ენგურის მარცხ. შენაკადები) და ლასკადურის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3559 მ. აგებულია ქვედაიურული ქვიშაქვებითა და ფიქლებით, არის პირამიდის ფორმის, გამოირჩევ კლდოვანი რელიეფით და მცირე თანამედროვე მყინვარებით.