მექეთი

მექეთი, მ ი ქ ე თ ი,  მთა ახალგორისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდ-ების – ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ლომის-ალევის ქედის ჩრდ. ნაწილში,  ყელის პლატოს სამხრ.-აღმ-ით 2937 სიმაღლეზე. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნაზი რელიეფი. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.