მექვაბიშვილი ელგუჯა გიორგის ძე (დ. 26. V. 1956, სოფ. მამათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2001). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1978). იყო საქართვ. ეკონ. და სამართლის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1978–88), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტ. ეკონომიის კათედრის დოცენტი (1990–98), დეკანი (1993–2005), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის თეორ. ეკონომიკის კათედრის პროფესორი (1998-იდან) ამავე კათედრის გამგე (1999-იდან), თსუ-ის დიდი სამეცნ. (1993–2005), წარმომადგენლობითი (2006–13) და აკად. (2013–16; 2018–21) საბჭოების წევრი, თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე არსებული სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2012–15); საქართვ. პრეზიდენტთან არსებული ეკონ. საბჭოს (1996–2002), საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს (1998–2005) წევრი; საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი (2017-იდან).
მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები უცხოეთში. მისი სამეცნ. კვლევის სფეროებია: ეკონ. თეორია, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, მაკროეკონომიკა და მსოფლიო ეკონომიკა.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998), ივ. ჯავახიშვილის სახ. (2017), პ. გუგუშვილის სახ. (2019), თსუ-ის ოქროს (2021) მედლები და ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემია (2016).
თხზ.: სახელმწიფო და ეკონომიკა, თბ., 1995; ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები, თბ., 2009; გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2018.