მექვენა (ყოფ. ვ ა ნ ი ს ჭ ა ლ ა), სოფელი იმერეთის რეგიონის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. რიონის მარჯვ. მხარეს, ქუთაისი–ამბროლაურის საავტ. გზაზე. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ბენთქოულა, დერჩი, ვანისჭალა, ზედა ონჭეიში, ქვედა ონჭეიში). ზ. დ. 350 მ. წყალტუბოდან 52 კმ. 134 მცხ. (2014). ეთნოგრაფიულად სოფელი მიეკუთვნება ლეჩხუმს. მ-ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სოფელში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ციხე-დარბაზი და ეკლესიის ნანგრევები.