მეღვინეთუხუცესი კონსტანტინე ვასილის ძე (27. XI. 1891. სოფ. ხიდისთავი, ახლანდ გორის მუნიციპალიტეტი, – 30. XI. 1972, თბილისი), კომპოზიტორი, პედაგოგი, ქართ. მუს. სკეტჩების ერთ-ერთი პირველი ავტორთაგანი. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946). 1909 დაამთავრა თბილ. მუს. სასწავლებელი, 1913 სანქტ–პეტერბურგის კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პედ.: ა. ლიადოვი, სიურჟაკი, ლ. საკეტი), პარალელურად – სანქტ-პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1927–31 იყო საქართვ. სახ. კომისართა მუს. განყ-ბის გამგე, 1928–43 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (1931-იდან – პროფესორი), 1943-იდან – თბილ. თეატრ. ინ-ტის მუს. კათედრის გამგე. მონაწილეობდა ქართ. მუს. ფოლკლორულ ექსპედიციებში. მ-ის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ოპერების: „1905 წელი“, „ამირანი“ (იგივე „რაზმელები“; 1932), „ბეკინას ქორწინება“ (ტელედადგმა; 1962), „დავით გურამიშვილი“ (პრემიერა, 1963); ბალეტის:– „ჭანელი გოგონა“ (1947), აგრეთვე 6 სიმფონიის, მუს. სკეტჩების, სიმფონიური პოემის, საფორტეპიანო პიესების, საგუნდო ნაწარმოებების, მუსიკალურად გაფორმებული აქვს მრავალი დრამ. სპექტაკლი, მ. შ. „ოტელო“, „რომეო და ჯულიეტა“, „მეფე ლირი“, „ვერაგობა და სიყვარული“, „გიორგი სააკაძე“, „არსენა“ და სხვ. თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან. მ-ის მუს. ენა ეყრდნობა ქართ. მუს. ფოლკლორს, კერძოდ, სვანურს. ახასიათებს კოლორიტულობა, მასალის დამუშავების ორიგინალური ჰარმონიულობა. მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების: „შემავალი ტონის თეორია“, „ქართული ხალხური პოლიფონია“, „ქართული ხალხური კილოები“, „მუსიკალური გაფორმების საფუძვლები“, „მუსიკალური სტილების თეორია“, „ქართული სიმფონიზმი“ და სხვ.
ლიტ.: ჩხიკვაძე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; Торадзе Г., Композиторы Грузии, Тб., 1973.