მეღვინეობა ხარება (შპს)

„მეღვინეობა ხარება“ (შპს), უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 1995 ვაჩნაძიანის ღვინის მარნის (უძველესი მარანი, რ-იც კომპანიამ შეიძინა გურჯაანის მუნიციპ-ის სოფ. ვაჩნაძიანში) ბაზაზე. მოგვიანებით კომპანიამ დას. საქართველოში, თერჯოლაში ააშენა თერჯოლის ღვინის მარანი (მთავარი საწარმო). ამ მარნებში ღვინო იწარმოება როგორც კლასიკური, ისე ქვევრსა და კასრში (გამოიყენება ფრანგ. მუხის კასრები) დავარგების მეთოდებით. კომპანიის ასორტიმენტი 1) პრემიუმ ღვინოს, 7–ადგილწარმოშობის, 1) – ქვევრში დავარგებულს, 15-ზე მეტ ჯიშურ და 5 სახეობის საბაზისო ღვინოს მოიცავს. „მ. ხ.“ ასევე აწარმოებს ცქრიალა ღვინოს, ღვინის ბრენდს, ჭაჭას და წიპწის ზეთს. სულ კომპანია 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისაგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ქმნის. იგი ღვინოს ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მიღებული უმაღლ. ხარისხის ყურძნისგან ამზადებს. მის საკუთრებაშია 1500 ჰა მიწა, სადაც გაშენებულია როგორც ქართ., ისე ევრ. ჯიშის ვაზი, ასევე საკოლექციო ნაკვეთი, რ-იც 300-ზე მეტ ქართ. ენდემურ ვაზის ჯიშს აერთიანებს. ვენახების 75% მდებარეობს კახეთის რეგიონში, დანარჩენი 25% – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში. „მ. ხ.“ ხელს უწყობს დას. საქართველოში იშვიათი ქართ. ჯიშების (კრახუნა, ცოლიკაური, ციცქა, ალადასტური, ოცხანური საფერე) გაშენებას და განვითარებას. იმერეთში ასევე გაშენებულია ევრ. ვაზის ჯიშები (რისლინგი, სოვინიონი, შარდონე, ალიგოტე, მუსკატი, პინო, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანკი, მერლო).

ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს კომპანიის მიერ შექმნილი უნიკალური ღვინის საცავი და ტურისტული კომპლექსი „ყვარლის ღვინის გვირაბი“, რ-იც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი. მთელი წლის განმავლობაში გვირაბის ტემპ-რა 12–16ºC-მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისათვის. 7,7 კმ სიგრძის გვირაბი შედგება ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი გვირაბისგან. მთავარი გვირაბებიდან ერთს ტურისტული დანიშნულება აქვს, ხოლო მეორეში ხდება იმ ღვინოების მოვლა და დავარგება, რ-ებიც ლითონისა და მუხის ჭურჭელში ინახება.  აქ სტუმარს შეუძლია დაათვალიეროს ღვინის საცავი, სადაც კომპანიის 26 ათასამდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე, ასევე იგზავნება ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში.

„მ.ხ“-ს კომპანიას საერთაშ. ბაზრობებზე, გამოფენებსა და კონკურსებზე მიღებული აქვს 200-ზე მეტი ქართ. და საერთაშ. პრესტიჟული ჯილდო.

კომპანიას აქვს საკუთარი ღვინის მაღაზიათა ქსელი მთელი საქართვ. მასშტაბით.

თ. ჭავჭანიძე