მეშჩანინოვი ივანე ივანეს ძე

მეშჩანინოვი ივანე ივანეს ძე [24. XI (6. XII). 1883, უფა, – 16. I. 1967, (ლენინგრადი) ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი], რუსი ენათმეცნიერი და არქეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1932), სტალინური პრემიის ლაურეატი (1943, 1946), სოციალისტური შრომის გმირი (1945), დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

საბჭ. მეცნიერებს შორის მ-მა პირველმა აღნიშნა, რომ ჩრდ. კავკასიის ცენტრ. ნაწილის ე.წ. ყობანური კულტურა კოლხ. წარმოშობისაა. „ვეფხისტყაოსნის“ 75)-ე წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე იყო საკავშ. მეცნ. აკად. დელეგაციის თავ-რე და მომხსენებელი. რუსთაველსა და მის ეპოქას მიუძღვნა სპეც. წერილი გაზ. „ზარია ვოსტოკაში“ (31. XII. 1937). მ. წერდა, რომ იუბილეს აღნიშვნა თბილისში არის „მსოფლიო მნიშვნელობის დიდი ისტორიული ზეიმი“. მოგვიანებით კიდევ ორი წერილი გამოაქვეყნა რუსთველოლოგიის საკითხებზე [„К юбилею Шота Руставели“ (კრებ. „Язык и мышление“, 1940, № 9) და „Руставели Бессмертен в веках“ (კრებ. „Деятели русской культуры о Шота Руставели“, 1966), რ-ებშიც შეეხო „ვეფხისტყაოსნის“ აღმზრდელობით მნიშვნელობას, ფოლკლორთან მიმართებასა და რუსთაველის ხალხურობას. მისი აზრით, ქართულ ხალხურ პოეზიაში ტარიელი და ავთანდილი იქცნენ უანგარო ძმობისა და მეგობრობის სიმბოლოდ.

ლიტ.: მ ე გ რ ე ლ ი ძ ე  ი., რუსთველოლოგები, თბ., 197).

ს. მეტრეველი