ი, ქართული ანბანის მეცხრე (ძვ. ქართ. ანბანის მეათე) ასო; მისი სახელია „ინი“; გრაფიკული სიმბოლო წინა რიგის მაღალი აწეულობის არალაბიალიზებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა , ნუსხურში – . ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ათს (10). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა შუა ორ ხაზში თავსდება.
ი-ს გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.