ირან-ბიზანტიის ზავი 591

ირან-ბიზანტიის ზავი 591, შაჰ ხოსრო II-სა (591–628) და კეისარ მავრიკიოსს (582–602) შორის დადებული ზავი . ამ ზავით ირანის ხელისუფლება ბიზანტიას უთმობდა სომხეთის დიდ ნაწილს და იბერიის დას. ნაწილს ქ. თბილისამდე, ხოლო აღმოსავლეთი ისევ ირანელთა ხელში რჩებოდა. ირანმა აგრეთვე საბოლოოდ უარი თქვა სვანეთზე.

ლიტ.: ათანელიშვილი გ., სვანეთის საკითხი ბიზანტია-ირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში 562–590 წწ., თბ., 1959; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.